40 წელის ან მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, საპენსიო სისტემის დატოვება უკვე შესაძლებელია. ამისთვის განცხადების დაწერაა საჭირო.
ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს და დასძენს, რომ სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად (სქემის დატოვების თაობაზე) მოქალაქეებს მხოლოდ ორი თვე აქვთ.
განცხადების მიტანა მსურველებს თბილისში, ყიფშიძის 7ბ-ში, ასევე ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეუძლიათ.
„დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია ყიფშიძის 7ბ.
?განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით. მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: http://ssa.gov.ge/index.php
?♀️?♂️ შეგახსენებთ, რომ საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის.
? მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ განცხადების დაწერა შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი იწყება იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა.
✅ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი შეგიძლიათ შეამოწმოთ საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე.
✅ პირად პროფილზე შესასვლელად გჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოთ, შემდეგ კი შეხვიდეთ მოცემულ ბმულზე https://agency.pensions.ge/ge/login
? გაითვალისწინეთ, რომ თუ ორი დამსაქმებელი გყავთ, პირად გვერდზე შესასვლელად დაგჭირდებათ ორი პაროლი
? დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად (სქემის დატოვების თაობაზე) გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვეთ სქემა, რჩებით დაგროვებითი სისტემის მონაწილედ.
? განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
? საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს (სახელწმიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული)“ – ნათქვამია განცხადებაში.