LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო ბიულეტენები სავარაუდოდ, ძალიან მოხერხებულმა ამომრჩეველმა შეიტანა: ცესკო

133
BeFunky-collage (6)

ცენტრალურ საარჩენო კომისიაში ვარაუდობენ, რომ ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები ამომრჩეველმა მიიტანა. ცესკოს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენი შენახული ჰქონდა და მეორე ტურში საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენა:

“ფაქტი არის ერთი, რომ მსგავსი ტიპის ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია. ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა გამოიყენა ეს ბიულეტენები”- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ მოახერხა ამომრჩეველმა ძველი ბიულეტენის გატანა საარჩევნო უბნიდან, იოსელიანმა ასე უპასუხა:

“როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო ამ ბიულეტენის გატანა.”

ცნობისთვის, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე ხმების დათვლისას საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოაჩინეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, ხმის დათვლის დროს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 6 ბიულეტენი აღმოჩნდა.

ქარელში საქართველოს პრეზიდენტს ირჩევდნენ: “ხმის დათვლის დროს ასეთი 6 ბიულეტენი აღმოჩნდა”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები