LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან – მხარდამჭერი განცხადებები ნატოს ლონდონის სამიტზე

132
20151008-151008g-003-rdax-775x440

ნატო ფოკუსირებულია საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე, რათა მათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაზაზე წინ წაიწიონ-  ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ლონდონში გააკეთა, სადაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საიუბილეო ღონისძიებები იმართება

ნატო-ს გენერალური მდივანის განცხადებით, ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ სამიტს პირადად ვესწრებოდი. ბუქარესტში დადებული პირობა ძალაშია. ამავე დროს ჩვენ არ ვსაზღვრავთ ზუსტ დროს. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე, რათა მათ წინ წაიწიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაზაზე. მათ შორის გაატარონ რეფორმები, მოახდინონ უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია. საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ გვქვს ტრეინინგ ცენტრი, თბილისის შემოგარენში. ჩავატერთ მასშტაბური წვრთნები. გვაქვს ძლიან ახლო პოლიტიკური კოტაქტები. მე არცთუ დიდი ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში, ასევე, იქ იმყოფებოდნენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები, ჩვენ ჩავედით უკრაინაშიც. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ორივე ქვეყანასთან, ვეხმარებით საქართველოსა და უკრაინას ნატო-სთან დაახლოებაში და ამას თანამშრომლობის გზით ვაკეთებთ, რაც ორივე ქვეყნისთვის კარგია. ეს, ასევე, კარგია ნატო-სთვის, რადგან საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში, მაგალითად ავღანეთში“ ,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

განცხადება გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტმაც.  ანჯეი დუდას თქმით, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრება ალიანსის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო. მისივე განცხადებით, ეს ნაბიჯი პოლონეთისთვის და ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

ფორუმზე სიტყვით გამო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. საინტერესოა რა აქცენტებს გააკეთებს დავით ზალკალიანი.

„ნატო-ს ჩართულობა“, – ღონისძიებები ამ სახელწოდების სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა. პარალელურად, ლონდონში პირველი მაღალი დონის შეხვედრა უკვე შედგა სტოლტენბერგსა და ტრამპს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g