LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო „ფაიზერის“ მწარმოებელთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს: გიორგი ჩალაძე ვაქცინის მწარმოებლისგან და კოვაქსპლატფორმისგან მიღებულ წერილებს ასაჯაროვებს

331
chaladze

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

გიორგი ჩალაძის თქმით, სახელისუფლო წრეები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რაც კორონავირუსის დამარცხებაში ხელს ნამდვილად ვერ შეგვიწყობს.

„დღეს მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ამ გზაზე ერთ-ერთი  მარტივი და ჩქარი გამოსავალი არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, დღემდე ვაქცინაცია გადაუჭრელ პრობლემად იქცა. გვსურს, გამოვხატოთ მზაობა დავეხმეროთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. 

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები სახელისუფლებო წრეებს.  ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარებიან, რომ ვაქცინა დროულად შემოვიდეს საქართვლოში. მაგრამ ამისთვის საჭიროა დროული ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებს გიორგი ჩალაძე. 

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი იმ არასწორ ინფორმაციაზე საუბრობს, რაც ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით საქართველოში ვრცელდება.

„ვაქცინაცია რთული თემაა. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. დავამთავროთ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ეს ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.

მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას ღია ინფომაცია და მარტივად ავუხსნათ, რომ ეს არის საჭირო მათი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი ეკონომიკის გახსნისთვის. ჩვენ ამაში დაგეხმარებით.

არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს საქართველო  აწარმოებს მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან. 

ქვეყანას ამ წუთში შეუძლია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზა შემოიტანოს: რას ფიქრობს იმნაძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე

ჩვენ „ფაიზერისგან“ მივიღეთ წერილი, სადაც დადასტურებულია, რომ გუშინ პირველი საათის მდგომარეობით საქართველოს ხელისუფლებას მათთვის ვაქცინის შესყიდვისთვის არ მიუმართავს. ეს არის ოფიციალური დადასტურება ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა სახელმწიფო არხების მიერ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვაქსის პლატფორმიდან საქართველოში შემოდის ვაქცინა. 

ჩვენ მივმართეთ კოვაქსს პლატფორმას და მათგან მივიღეთ წერილი. ეს წერილი გახლავთ დასტური იმისა, რომ კოვაქსპლატფორმაზე „ფაიზერის“ ვაქცინა არაა.

ამიტომ როგორც მაცივრებზე ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ გამოსულიყო და ესაუბრა, ახლაც ასე უნდა ვაიძულოთ, ყველამ ერთად დაგვიანებულად მაგრამ მაინც გადადგას ნაბიჯები და გვაჩვენოს გეგმა, როგორ აპირებს ქვეყნის გახსნას და როგორ აპირებს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

თუ მათ ეს არ იციან, ჩვენ გვაქვს მზაობა დახმარების. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა. უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ეკონომიკის დაქოქვა და ხელმეორედ ამუშავება. ჩვენ ამისთვის მთავრობას გავუზიაებთ ჩვენს კომპეტენციასა და კონტაქტებს.

იმიტომ რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ „მთავარის“ ეთერში.

 „ფორტუნას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ აღნიშნული თემები ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. ჯანდაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ  გიორგი ჩალაძის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა – ცერცვაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმზღვანელი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ თბილისში რამდენიმე მაღალჩინოსანმა და მაღალიიერარქიის წარმომადგენელმა ვაქცინა უკვე გაიკეთა.

თბილისში რამდენიმე მაღალჩინოსანმა და მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა ვაქცინა უკვე გაიკეთეს: გიორგი ჩალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები