LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ვაქცინას მიიღებს” – ცერცვაძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ და რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

338
BeFunky-collage

“ველით, რომ პირველი, ფართოდ გამოყენებადი ვაქცინა იქნება წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში. საქართველოს წარმატებული მოლაპარაკების სერია აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იქნება ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებიდან, ვინც ვაქცინას მიიღებს“  – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის აღნიშნულ კომეტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცერცვაძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ამავდროულად, რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ “კეთდება ყველაფერი, რაც აქამდე კეთდებოდა, ოღონდ გაორმაგებული მონდომებით.”

“ევროპის წამყვან ქვეყნებში რამდენიმე კვირის და ზოგჯერ თვეების განმავლობაში ელოდებიან საავადმყოფოში მოხვედრას. საქართველოში ეს გამორიცხულია. არსებობს გეგმა ა, გეგმა ბ, გეგმა ცე იმის მიხედვით, როგორი იქნება დინამიკა. მოხდება საწოლთა ფონდის ეტაპობრივი მობილიზება. თუ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს ხვალაც, ზეგაც, სამ დღეში გამოთავისუფლდება 3 000 საწოლი. ამაზე მეტი დამიჯერეთ საჭირო ნამდვილად არ იქნება, ამდენიც არ იქნება საჭირო…

მოსახლეობას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მოვუწოდებ, გავიხსენოთ ის, თუ როგორ ვასრულებდით კეთილსინდისიერად რეგულაციებს. 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი თეორიული ვადაა, რომლის შემდეგაც აღარ ველით, რომ გამოვლინდება დაავადება.

ყველაზე ხშირად დაავადება ვლინდება მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს. გადამდებია სიმპტომების გაჩენამდე ერთი დღით ადრე და სიმპტომების გაჩენიდან 5-6 დღის განმავლობაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

12 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისად, ქვეყანაში საერთო ჯამში ინფიცირებულების რაოდენობა  2075-ს შეადგენს.

“ვერ მივხვდი, რომ ეს შეიძლება კოვიდი ყოფილიყო” – რა ახალ სიმპტომებზე საუბრობს ინფიცირებული ჟურნალისტი

“იგუგუნეთ უხარისხო ,ოფლიან ტუსოვკებზე, და მერე პოსტები წერეთ რას გიშვებათ მთავრობა…რა დავაშავეთ მათ,ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?!” – განო მელითაური

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g