LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა: შტაინმაიერისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი ბრიფინგი

174
1570348875-1550684572-1550666015-შტაინმაიერი-ზურაბიშვილი-1024x608-1024x608-1024x608

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის პრეზიდენტის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან გაფართოებულ ფორმატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვერდრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის მეთაურმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

 

გადავიდეთ უფრო ცივილურ ურთიერთობებზე

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეგიონალურ-კულტურული თანამშრომლობისთვის და არსებული ურთიერთობების გაძლიერებისთვის, გერმანიასთან პრტნიორული ურთიერთობების იმედი აქვს, ვინაიდან გერმანიისთვის საქართველო ისტორიულად საინტერესო ქვეყანაა. ზურაბიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში გერმანიის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის რoლი და მხარდაჭერა როგორც არსებული პროექტების განხორციელებაში, ასევე სამომავლო თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო  მიგრაციის საკითხი და აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო ცივილიზებულ ასპექტში გადასვლა, რაც გულისხმობს  დროებით მიგრაციას. საკითხის მიზანი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს.

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტი კახეთში ვახშამზე მიიწვია და განაცხადა, რომ მსგავს შეხვედრებს ტრადიციული სახე მიეცემა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ნატოში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, გერმანია მთავარი პარტნიორი ქვეყანა იქნება.

 

 

ვამაყობ ჩვენი ურთიერთობით

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობაზე. პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია და შტაინმაიერის აზრით ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისა და სიტყვის თავისუთლებისკენ მიმავალ გზაზე, ყოველთვის მხარს დაუჭერს.

“გერმანია არის აქტიური მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე. ეს გზა არის ქართველი ხალხის კეთილი ნება და ჩვენი ურთიერთობა არის სამაგალითო. ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა, როგორც კულტურული მიმართულებით, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში. ორი ქვეყნის მონაპოვარია კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც გულისხმობს  პროფესიული და სხვა უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა კვალიფიცებას გერმანიაში”, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მისთვის, საქართველო ლიდერი ქვეყანაა. შტაინმაიერის შეფასებით, საქართველო გერმანელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და ეკონომიკური შესაძლებლობები ამ ორ ქვეყანას შორის ჯერ ამოწურული არ არის.

“საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობებით ვამაყობ და ჩვენი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული”, – ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი.

გერმანიის პრეზდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.