LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო – შვეიცარია 0-2

122
საქართველო - შვეიცარია

დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ფიფა-ს რეიტინგის მე-8 ადგილზე მყოფი შვეიცარიის ნაკრები იყო.

მატჩი, რომელიც თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართა, შვეიცარიის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.

შეხვედრის პირვეილ ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმი კი შვეიცარიელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. მატჩის 57-ე წუთზე, შვეიცარიელმა ცუბერმა, ზუსტი ტექნიკური დარტყმით, ანგარიში გახსნა. მე-80 წუთზე ცაკარიამ მეორედ შეძლო გიორგი ლორიას კარის აღება და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები, შვეიცარიის გარდა, დანიის, ირლანდიის და გიბრალტარის ნაკრებები არიან.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები, 26 მარტს დუბლინში, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები