LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად ვართ და გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის: სალომე ზურაბიშვილი

54
ზურაბიშვილი

„საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად ვართ და გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებსა და გამოწვევებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ასოცირებული ტრიოს“ მიერ პეტრას ბათუმის სამიტის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს“.

„ძალიან ბევრი გვაქვს საერთო – წარსული, საერთო გამოწვევები, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთო გამოწვევები, უსაფრთხოებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, რაც მომდინარეობს და შეიძლება იყოს გარე და შიდა წყაროებიდან. თუმცა, ჩვენ ასევე საერთო გვაქვს ის, რომ არ გვინდა, დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს და პოლარიზაციის გამოწვევებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ჩვენი რეაგირება, ევროპული რეაგირებაა, არ მოხდება არც სტაგნაცია, არც შეყოვნება, მოხდება მხოლოდ წინსვლა მიზანმიმართულად, სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი.

უნდა გაითვალისწინოს ჩვენი, სამი ქვეყნის ლიდერთა საერთო განწყობისა და მიდგომის, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის, საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, არსებობდეს საერთო მიდგომები კონფლიქტების, ოკუპაციის, მე-20 საუკუნისა და დღევანდელი გამოწვევების დასაძლევად. ასოცირება ახალი მნიშვნელობის უნდა გახდეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის. გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობის პრინციპები და ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი და გავაძლიეროთ ერთმანეთი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პოპულალურები