LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი” – თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს

163
gaxar-1

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალიანსის გაფართოებასა და მასში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. მევლუთ ჩავუშოღლუმ ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებზე გააკეთა განცხადება. მისივე განმარტებით, საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

„ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს  წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში: თემა – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ, რომ არ გამოიწვიონ რუსეთის უკმაყოფილება. მან ასევე აღნიშნა, რომ ანკარა მოსკოვთან ყირიმის საკითხზეც ვერ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები