LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

123
ირაკლი ღარიბაშვილი4-4

„ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ამბობს, რომ თუ საქართველო რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, ამით საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა.

ღარიბაშვილი: პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ. ჩვენ 2008 წელს გვქონდა ომი, კარგად გემახსოვრებათ, გახსოვთ ვინმე, ვინც დააწესა სანქციები რუსეთის მიმართ? – მსოფლიოში არავინ არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური. ამიტომ, ჩემი კითხვა ისმის ასე: სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია? ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან და ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც საქართველო მთელი წლის განმავლობაში.

 

ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არ არის, კერძო კლინიკაშია

შალვა პაპუაშვილი: მორალური პიედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს – ყველამ საკუთარ ქვეყანას გადახედოს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან

mazda magti 5g