LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად კიდევ ორი, მადრიდისა და პრაღის რეისი დაინიშნა

92
zalka

საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად, მთავრობამ დამატებითი რეისები დანიშნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. დავით ზალკალიანის განმარტებით, არსებულ რეისს კიდევ ორი დაემატა, რომელიც 30 აპრილს თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 2 მაისს რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით განხორციელდება.

„ეს არის ის ორი ახალი რეისი, რომლის საშუალებით ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ სამშობლოში” – განაცხადა მინისტრმა. საგარეო ყწყების ინფორმაციით, უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგნაირი:

14 აპრილს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით ფრენა,

16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით,

18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებით,

21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი,

22 აპრილს თბილისი-ბარსელონა-თბილისი,

27 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, 5 5040 მოქალაქე ორგანიზებულად დაბრუნდა სამშობლოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები