LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქის პასპორტი 7000 დოლარის სანაცვლოდ – დაკავებულია ერთი პირი

147
borkilebi-dakaveba-1516625694

თაღლითობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ირანის მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პასპორტის ოფიციალურად მიღებაში, რაშიც მოითხოვა 7 000 აშშ დოლარი. ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 440 ლარის აღების ფაქტზე.

მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.