ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში, ჩატარდა 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა – 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში, ქვეყნის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია ტარდება; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაშიც – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთი და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში.

ქვემოთ მოცემულია საქართველოში ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები – დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკის სახით და ანგარიშში, რომელთა ბმულები ასევე ქვემოთ არის მოცემული.

ძირითადი შედეგები

საქართველოს მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.

საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.

საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.

საქართველოს მოსახლეობის 71%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

ბმულები

საქართველოს ანგარიში და ინფოგრაფიკა 2020:

GEO: https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2020-c-sakartvelo

რეგიონული მიმოხილვა 2020 (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა):

ENG: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2020-regional-overview

კატეგორიები: საზოგადოება
მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05