LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას პირველი სატელეფონო ინტერვიუ ციხიდან: თანახმა ვარ, საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში, უბრალოდ, სააკაშვილთან დაკავშირებით, ამას ვერ ვიტყვი, ის კვდება

131
გვარამიასატელეფონოოო

ნიკა გვარამიამ პირველი სატელეფონო ინტერვიუში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და ის პრობლემები ჩამოთვალა, რის გამოც შეიძლება ევროკავშირი ვერ მიგვიღებს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, თუ ენის მოჩლექით ვილაპარაკებთ, საქართველო ყველაზე ნაკლებს მიიღებს, მაგრამ ევროპამაც არ უნდა ჩაგვიკეტოს კარები.

„აჩიკო თალაკვაძეს ვეკითხები: თვითონ აუწევდა ხელს იმას, რაც პრემიერ ღარიბაშვილს ევროპელებმა უთხრეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს და უნდა გამოსწორდეს, რომ კლავენ მესამე პრეზიდენტს და უნდა გადაიყვანონ, რომ სასამართლო არ არის, რომ ბოლო არჩევნები გაყალბდა და არ უნდა ჩატარდეს. თვითონ ამას უწევს ხელს? და რას ფიქრობს იგი ვინ აუწევს ხელს ევროკავშირში მიხეილ სააკაშვილის წამებასა და სიკვდილს? ის ქვეყნები, რომელთა სეიმებმა და პარლამენტებმა გამოაქვეყნეს, რომ ეს კაცი წამების მსხვერპლია და გადაიყვანეთ. ეს ხალხი ხმას მისცემს ამგვარი ქვეყნის შეყვანას, ევროკავშირთან მიახლოებასაც კი? როგორ ფიქრობთ, ვიოლა ფონ კრამონი, უბრალოდ დეპუტატს რომ ეძახიან და საშინელებებს ამბობენ მასზე, ის უბრალოდ დეპუტატი ევროკავშირის კი არ არის, ის არის გერმანული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ქვეყანა ისედაც სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის გაფართოებისკენ ხელს აწევს? და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელის აწევა ჩვენ გვჭირდება ყველასი. პოლონეთი აუწევს ხელს, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით 7-ჯერ ჩამოვიდა სხვადასხვა თანამდებობის პირებით და ხან არ შეხვდნენ, ხან შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს ქვეყანა აუწევს? ბალტიური ქვეყნები აუწევენ, რომელთა სეიმებმა მიიღეს დადგენილებები წამებული პრეზიდენტის შესახებ და მისი გათავისუფლების შესახებ?

არ შეიძლება ენის მოჩლექით ლაპარაკი. ჩვენ კი, გვინდა ქართველ ხალხს, ნამდვილად! მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ რომ ამ ჩემ საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება. აი, ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში? წამების ქეისებს შეუშვებენ, მოსამართლეების, არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად იმიტომ, რომ მიაჩნიხარ მათნაირად. ღარიბაშვილს ჩათვლის მისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრემიერი…ვინც გნებავთ, ვინც არ უნდა იყოს. არ ჩათვლიან ისინი ამას. მაგრამ ეს არ არის დასასრული. ჩვენ აუცილებლად რამეს მივიღებთ, მე გამიხარდება, რომ მივიღოთ ყველაზე მეტი, მაგრამ ენის მოჩლექით არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არ მოხდება. ჩვენ რაღაცა მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ ყველაზე ნაკლებს უკრაინასთან შედარებითაც და მოლდოვასთან შედარებითაც…ჩვენ ვართ მაჩანჩალები, მაგრამ ევროპასაც უნდა ახსოვდეს, რომ თუ ჩვენთან დიალოგს ფორმატს არ დაიტოვებს და სრულად ჩაგვიკეტავს კარებს, რასაც მე გამოვრიცხავ, მაშინ ეს მაჩანჩალობაც დაიკარგება და ჩვენ ვიქნებით რუსეთის მაჩანჩალები, ამიტომ არც ეს არ უნდა მოხდეს“,- აღნიშნავს ნიკა გვარამია.

„რომ გითხრათ მიხარია აქ ყოფნა, ასე არ არის… სამგლოვიარო სახეები მოხსენით“ – ნიკა გვარამია „მთავარის“ ჟურნალისტებს და წამყვანებს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები