LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „ქართული ოცნება“ კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი კონტრაქცია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყვეს, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!

151
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დღეს დაანონსებულ საერთო სახალხო შეკრებას ეხმაურება ­და სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი კონტრაქცია მისი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყო, რომელიც ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ.

„ქართული ოცნება“ კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი დიდი კონტრაქცია მათ მოაწყვეს ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეო: „არ გვინდა, მამაკაცები გათხოვდნენ…“, „რუსული გაზი გინდათ, პური გინდათ და ეს არ გინდათ…“ – რას აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან თბილისში, „ქართული ოცნების“ შეკრებაზე მოდიან

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება, სიტყვით გამოსვლები კი 20:00 საათიდან არის დაგეგმილი.

ნინო წილოსანი ოპოზიციას: „დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით“.

გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს“- მამუკა მდინარაძე 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე

„ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხვალ მიიღებენ მონაწილეობას“ – მამუკა მდინარაძე 29 აპრილის საყოველთაო – სახალხო შეკრებაზე

პოპულარულები