LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი ლარი გამოყო

139
unnamed (1) (3)

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჯანდაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოუყო. განკარგულებას, რომელიც 30 იანვრით თარიღდება, გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა.

 „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“ 28 იანვარს დამტკიცდა და დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა დააფინანსონ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ფინანსური რესურსი გამოუყოს ჯანდაცვის სამინისტროს.

“სახელმწიფო უწყებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება”- კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გაიცა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც სისტემატიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. დღეს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები. მათ შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს ასევე დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებასაც.

პოპულარულები