LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახელმწიფო უწყებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება”- კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გაიცა

134
88347140-599167170664929-3553718509793968128-n

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მინისტის ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინში 120 ადამიანა მოთავსებული.

სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  გაცემული რეკომენდაციები. მათ შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს ასევე დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებასაც.

თბილისის თეატრები სპექტაკლების ჩვენებას დროებით აჩერებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე – „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლებსა და სადგურებში.

” სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს ირანიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში შემოყვანისთვის, რომლებიც ამ დროისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფებიან. მათი ტრანსპორტირება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდება. საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან. გუბერნატორები კი, თავისმხრივ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს.” – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

ასევე აღნიშნულია, რომ  სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში გაგრძელდება.

“ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს”, – ნათქვამია საბჭოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები