რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ “ევროპული საქართველოს” წევრები უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ევროპული საქართველოს” მიზანია უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის პარალელურად, დედაქალაქის ქუჩებში უკრაინის სიმბოლიკით რაც შეიძლება მეტი ქართველი პატრიოტი გამოვიდეს.
“ევროპული საქართველოს” წევრები ადგილზე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ გულსაბნევებს, პოსტერებსა და დროშებს არიგებენ.
ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერია მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეები ამჯერად სიმბოლურად დონეცკის ქუჩაზე შეიკრიბნენ.
მათ სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას. აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთი ცდილობს, დაიპყროს უკრაინა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მხარდაჭერა.
აქციის მონაწილეები 2008 წელს უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ აუცილებელია საქართველომაც სათანადო მხარდაჭერა გამოუცხადოს.
აქციაზე უკრაინელი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
აქცია იმართება ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია ლოზუნგით “დიდება/ უკრაინას” მიმდინარეობს.აქციაზე, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, უკრაინელები, ბელორუსები და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ აპროტესტებენ.