LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზამ ბათუმისა და ზუგდიდისკენ დამატებითი რეისები დანიშნა

94
შტადლერი

ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება –  2020 წლის  3; 4; 5; 6;  და 7 იანვარს

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისიზუგდიდითბილისი #878/877

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

08:50

14:30

19:10

0:35

თბილისიბათუმითბილისი #808/807

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

10:30

15:30

17:00

22:00

 

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

,,საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს  და ბედნიერ მგზავრობას  გისურვებთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები