LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ თოვლია მოსალოდნელი

216
shenako

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს შემთხვევაში თოვლის სახით. თოვლია ასევე მოსალოდნელი ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში, ზოგან შესაძლებელია ინტენსიური ძლიერი ნალექიც. სააგენტოს ცნობით, დღეს საღამოდან მოსალოდნელია ნისლი და ზვავსაშიშროება მთიან ზონაში, ხოლო ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმს ვარაუდობენ.

ამინდის გაუარესება მთელი ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება 15 თებერვლამდე.

რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალ თბილისში ღამით -1, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსების ვარაუდით ხვალ დედაქალაქშიც ნალექია მოსალოდნელი, ზოგან თოვლჭყაპის სახით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

10-11 თებერვალს ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები