საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე “ევროპული საქართველოს” დეპუტატს ელენე ხოშტარიას მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებას ავრცელებს. როგორც კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, ხოშტარიამ ქვეყანაში ანტირუსული ტალღა ააგორა. გარდა ამისა, ის ოპოზიციონერ დეპუტატს “საქართველოს დაუძინებელ მტერს” უწოდებს და “ნაძირალად” მოიხსენიებს.
“ხელენ ხოშტარია გაცილებით უფრო დიდი ნაძირალაა და საქართველოს დაუძინებელი მტერი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს.
ვიდეო: არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო
ახალგაზრდებს, რომლებსაც ელენე ხოშტარია ეკა ხოფერიაში აერიათ, ახლა დეპუტატს ჟურნალისტი ეძახეს (ვიდეო)
მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი, ანტირუსული ტალღა აეგორებინა საქართველოში და ეს ხდება იმ ფონზე როდესაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და
მეგობრები მოგვიწოდებენ მაქსიმალურად დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, რადგან იციან, რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს განვითარება ვერ იქნება სრულყოფილი.
პროტესტი თუ ისტორიის შეურაცხყოფა - სასოწარკვეთილმა დიასახლისებმა პარლამენტარებს საბჭოთა ჰიმნი მოასმენინეს
როგორ აფასებენ ექსპერტები ევროპული საქართველოს ლიდერების "პერფორმანსს"?
მხოლოდ საქართველოს დაუძინებელი მტრები ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას და კონფლიქტის მუდმივად გადაუწყვეტელ რეჟიმში დატოვებას.