საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ მოაწერეს.

მარგველაშვილის განცხადებით, მოქალაქეთა უვიზოდ მიმოსვლის შესახებ შეთანხმება კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს და განამტკიცებს უკვე არსებულ კავშირებს საქართველოსა და ბელარუსს შორის.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერა 11 შეთანხმებას სხვადასხვა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობების შესახებ.

მსგავსი თემები