LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 23 ათას ადამიანს ხელფასი 100 ლარი ან ნაკლები აქვს

413
RTSHVQI-785x487

საქართველოში 23 000-ზე მეტ ადამიანს თვიურად 100 ლარიანი ხელფასი აქვს, 63 000 ადამიანს კი 200 ლარზე ნაკლები – მონაცემები პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა.

როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა თქვა, ბოლო წლებში მინიმალური ხელფასი არ გაზრდილა და ის ძალიან დაბალია.

“მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო მსოფლიოში 111-ე ადგილზეა, ევროპაში კი ბოლოზე” – ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარე.

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, კანონპროექტი მომზადებული აქვს და მას უახლოეს მომავალში პარლამენტს წარუდგენს.

მისი აზრით, საშუალო ხელფასი 1200 ლარამდეა. მინიმალური კი, ამის 30% დაახლოებით, 327 ლარი უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ განხილვას არ დასწრებია ჯანდაცვის მინისტრი, კონფერენციაზე მისი მოადგილე თამარ ბარკალაია იყო მისული, რომელიც საკითხის დარეგულირების მომხრეა.

“ორგანული კანონი მინიმალურ ხელფასს არ არეგულირებს. არის საჭიროება რომ ეს ცალკე დარეგულირდეს”, – განაცხადა ბარკალაიამ.

პროფკავშირებს არ ეთანხმება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. შალვა ცხაკაიას თქმით, მინიმალური ხელფასის დაწესება პრობლემას ვერ გადაჭრის და შესაძლოა დასაქმებულებს პრობლემებიც კი შეუქმნას.

”საჯაროს სექტორში დასაქმებულებს დღეს იმაზე ნაკლები ხელფასი აქვთ, ვიდრე კონფერენციაზე გახმოვანებული ციფრებია. ამიტომ ვფიქრობ მინიმალური ზღვარის დაწესების შემთხვევაში ეს პრობლემა ისევ საჯარო სექტორს დააწვება. ბიუჯეტს გამოუწევს ხარჯის გაზრდა იმისთვის, რომ მინიმალური ზღვარი დააკმაყოფილოს. წარმოიდგინეთ თვითმმართველობის შემთხვევაში, სადაც საკრებულოს წევრებსაც არ აქვს ხელფასი. თუ კი დადგინდება მინიმალური ხელფასი თვითმმართველობებს ამ ზღვარის შესავსებად ან  ან თანხების მოძიება ან თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება მოუწევთ,” – განაცხადა შალვა ცხაკაიამ.

magti 5g