LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 3 ათასი კოლოფი „პლაქველინი“ ჩამოვა – ეკატერინე ტიკარაძე

548
7778

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში შემოტანილია „პლაქვენილის“ 1000-ზე მეტი კოლოფი, რომელიც დარიგებულია შესაბამის დაწესებულებებში.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს მომავალში „პლაქველინის“ დამატებით 3 000 კოლოფი ჩამოვა, რომელიც უკვე საცალო გაყიდვაშიც ჩაეშვება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სააფთიაქო ქსელში გარკვეული პრეპარატების ნაკლებობაა და შესაბამისი შესყიდვა უკვე განხორციელებულია, მანამდე კი მომხმარებლებს ამ პრეპარატების ალტერნატივების შეძენა შეუძლია.

„ქვეყანაში შემოტანილია „პლაქვენილის“ 1000-ზე მეტი კოლოფი, რომელიც დარიგებულია შესაბამის დაწესებულებებში. ველოდებით დამატებით 3000 კოლოფს, რომელიც უკვე საცალო გაყიდვაშიც ჩაეშვება. არის გარკვეული დასახელების პრეპარატები, რომელიც ქსელში არ არის, მაგრამ არსებობს ალტერნატივები. შესყიდვა უკვე განხორციელებულია და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, დამატებითი მარაგი უმოკლეს დროში შეივსება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 რატომ შეამცირა ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეების შეკვეთა – მინისტრის განმარტება
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის აგრესიული ტესტირების ჩამონათვალში იმ ადამიანების დამატება, ვისაც პნევმონიის დიაგნოზი უდასტურდება, საჭირო არ არის.

„სხვადასხვა დაავადების ოდენობის სტატისტიკის დამუშავება მუდმივად ხდება და დღეის მდგომარეობით საქართველოში პნევმონიის მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება“, – განმარტა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები