ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან სამი ბავშვია და მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადის.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „მაესტროს“ ეთერში აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი სეზონი გრიპის თვალსაზრისით გაცილებით უფრო აქტიურია.
„დღეისათვის საქართველოში 15 ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევაა. ეს არის როგორც A ტიპის, ისე B ტიპის გრიპის ვირუსი.
შემთხვევები დაფიქსირებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
დღეისათვის, იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი სეზონი გრიპის თვალსაზრისით, გაცილებით უფრო აქტიურია. ჩვენ იანვარში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტური მექანიზმია გრიპის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა – გამყრელიძე