ბოლო ორი დღის განმავლობაში, საქართველოშო კორონავისუსით ინფიცირებულების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა შესამჩნევად იმატა.
სტატისტიკური მონაცემები განახლდა სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე. ახალი მონაცემებით, გასულ 24 საათში დაფიქსირდა კოვიდ 19-ის 2 401 ახალი შემთხვევა.
მზარდია გამოჯანმრთელებულთა ყოველდღიური რაოდენობაც. დღეს ვირუსისგან კიდევ 2 289 ადამიანი განიკურნა.
კორონავირუსის შედეგად დღეს კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3160 მოქალაქე რჩება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 4489 ადამიანი. კოვიდ სასტუმროში იმყოფება 2446 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი კვლავ 41 რჩება.