LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 182 შემთხვევა დაფიქსირდა

126
thumbs-b-c-72af6c4fb2ecc7ddf84b9ba73c37094f

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 182 ახალი, დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა  3119-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი 1435 ადამიანმა დაამარცხა.

ვირუსმა ქვეყანში 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 6633, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანი იმყოფებოდა.

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ 41-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g