ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 1306- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამავე გვერდზე მოცემული მონაცემებით 17-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა როიცხვიც და 1085-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 7635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334 ადამიანი იმყოფება.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.