LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა

76
coronavirus

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა. ქვეყანაში პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქე მამაკაცი იყო, რომელიც ირანიდან სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

ერთი წლის შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის სულ 270 137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 264 047 პაციენტი, ხოლო 3485 გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში, რათა მოსახლეობის ვაქცინაცია მოხდეს.

“კოვაქსს” კარი უნდა “ავუტალახოთ”, ვაქცინაციის დაწყების თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: კულუმბეგოვი

21 თებერვალს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვაქცინის ასეთი დაგვიანება პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, გეგმის მიხედვით საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში უკვე თებერვლის ბოლოს უნდა ყოფილიყო.

ტერორიზმია, როცა მთელი მსოფლიო აცრას იტარებს და თქვენ კოვიდის დროს ვაქცინა არ შემოგაქვთ: თაკო ჩარკვიანი

მომდევნო კვირას გვეცოდინება, როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა: გაბუნია

 

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან 1 წლის შემდეგ, ბოლო 24 საათის განმავლობაში,  კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 320, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები