LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმია, როცა მთელი მსოფლიო აცრას იტარებს და თქვენ კოვიდის დროს ვაქცინა არ შემოგაქვთ: თაკო ჩარკვიანი

99
tako 34

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა მიმართა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერმა ირაკლი რარიბაშვილმა არ იცის სიტყვა ტერორისტის მნიშვნელობა.

ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც გპირდებით, აუცილებლად მივა ბოლომდე: ელენე ხოშტარია

„სამიტინგო სიტყვას არ ვამბობ. მინდა ღარიბაშვილს მივმართო. გუშინ გამოვიდა და ახსენა სიტყვა ტერორისტი. როგორც ჩანს, მას არ ჰყოფნის იმის განათლება, რომ ზუსტად იცოდეს სიტყვის მნიშვნელობა.

მაშინ გეტყვით, რომ ტერორიზმია, როცა მთელი მსოფლიო აცრას იტარებს და თქვენ კოვიდის დროს ვაქცინა არ შემოგაქვთ. ტერორიზმია, როდესაც მილიონიან საათებს აგროვებ და ხალხს სოციალურს უხსნით. 

ტერორიზმია, როცა უშიშროების გავლით გავრილოვი შემოგყავს. დამოუკიდებელ საქართველოში გვაფურთხებ და გამპროტესტებელს თვალებს თხრი და აწინაურებ მათ, ვინც შემოიყვანა კომუნისტი გავრილოვი საკანონმდებლო ორგანოში. 

ნორმალურ ქვეყანაში ჩვენ სამართალზე ვისაუბრებდით, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში, სადაც  მურუსიძეს აწინაურებ, ამას შერჩევითი სამართალი და სამართლიანობის არარსებობა ჰქვია.

ყველა ხელისუფლების დროს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში განსხვავებით გარკვეული ადამიანებისა, რომლებიც აპრაბვებდნენ დარბევებს, ჩემი სიცოცხლის განმავლობაში სულ ვიდექი ოპოზიციაში. 

მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ დღეს ყველას გაანალიზებული აქვს, რომ სამართლიანი რეფორმები და სისტემა ისაა, რაც ჩვენ დღეს გვაერთიანებს. ყველამ გაანალიზა მაშინდელმა ახალგაზრდა გუნდმა, რომელმაც დიდი სახელმწიფო მშენებლობები მოიტანა. ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის დამახასიათებელი სახეც არის უსამართლო სახელმწიფო. ეს არის რუსული მართვის სტილი. ამიტომ გვინდა ჩვენ ახალი არჩევნები და ნურაფრის ნუ გეშინიათ. ახალი რიგგარეშე არჩევნები კოალიციური მთავრობა, პროკურატურის რეფორმებით თავის ადგილას დააყენებს, კანცელარიაში მყოფ კორუფციონერებს. “, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო – ადგილზე მობილიზებული პოლიცია

კორუფცია კი თაკო ჩარკვიანმა ღალატის ტოლფასად დაასახელა.

„დღეს ესენი მხოლოდ საკუთარი ქონების გამო წირავენ საკუთარ ქვეყანას. სხვა არაფერი გეგონოთ. ძირს კორუფცია, ძირს რუსული მართვა, გაუმარჯოს საქართველოს ერთობას რუსეთის ანექსიის წინააღმდეგ“, – აცხადებს ჩარკვიანი.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g