საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების კიდევ 5 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მთლიანობაში მათმა რიცხვმა 399-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
უკვე გამოჯანმრთელდა 94 ადამიანი, გარდაიცვალა 4 ასაკოვანი პაციენტი.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4782 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 .
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.
ბევრი სუნთქვის უკმარისობა მინახავს, მაგრამ როგორიც კოვიდს აქვს არასდროს… – ლევან რატიანი