საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 3 დაინფიცირდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 808 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 663 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 13. კარანტინის რეჟიმში 2 955 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 276.