LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი დაავადდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი

56
5e6e67d08b924

ბოლო 24 საათის განმავლობაში,საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1213 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსი დაამარცხა შვიდმა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი  994-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.

კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g