LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

246
კორონა111

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1575 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი.

რამდენიმე წუთში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გაიმართება. ვირუსის დადასტურების ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, ტრადიციულ ბრიფინგს კლინიკასთან მედიის წარმომადგენლები ელოდებიან.

მზად ვართ ამ გამოწვევისთვის: საქართველოს მთავრობამ 4 ძირითადი მიმართულება დასახა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები