LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართება

120

საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება სასტუმრო Holiday Inn-ში ხვალ ჩატარდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.

უწყების ცნობით, „კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა“ საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის საბაზისო კვლევები ჩაატარა. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კი შეიმუშავა საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის განვითარების გეგმა.

ვორქშოფზე კარტოფილის მეთესლეობის გეგმის სამუშაო განხილვა გაიმართება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), აკრედიტაციის სააგენტოს, საქპატენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები