LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შემოსულ ორ ჩინელს მედიკოსები აკვირდებიან

413
cms-image-000038012

საქართველოში შემოსულ ორ ჩინელზე ამ დროისათვის დაკვირვება მიმდინარეობს. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ცნობით, ისინი მოგზაურები არიან და ქვეყანაში შემოსულებს დაუფიქსირდათ დაბალი სიცხე. უცხოელ პაციენტებს დღეს დილით შესაბამისი დანიშნულებისთვის ანალიზები ისევ აუღეს. ამ ეტაპზე ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პირები ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან არიან. ისინი ამ დროისათვის, ბათუმში იმყოფებიან.

„მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ისინი არიან ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან, არა იმ პროვინციიდან, რომელშიც გავრცელებულია ვირუსი, თუმცა მასთან ახლომდებარე. ამიტომ მიმდინარეობს დაკვირვება. გუშინ ისინი ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს. დღეს დილით ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, რისი საშუალებაც გვაქვს და ასევე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ 22 წლის გოგოს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსს ამ დროისათვის 130-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავს. საქართველომ ჩინეთთან ფრენები აკრძალა და ქვეყანა ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის მიერ დადგენილ შესაბამის პირობებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები