LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ 22 წლის გოგოს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

842
20190405114259

22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა,კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ცნობით, არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით,კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა თუ პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ იყო. მისივე თქმით, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო.

იმნაძე აქვე აღნიშნავს, რომ  კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია, ამიტომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასზე დაკვირვება.

რაც შეეხება პაციენტს, ის დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა ეპიდემიოლოგებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც საქართველოში დაბრუნებულმა 22 წლის გოგონამ სამედიცინო დაწესებულებას ვირუსული ინფექციის გართულებული ფორმით მიმართა.

რისკები გლობალურად გაიზარდა, ჩვენც მაღალი რისკის ქვეშ ვართ – პედიატრი კორონავირუსზე (ვიდეო)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები