LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველაზე თბილი და კეთილი ხალხია, მეორე სახლი ვიპოვე – გრეჩენ ქნაუტი

186
BeFunky Collage

მიუხედავად იმისა, რომ აქ ცოტა ხანი ვიცხოვრე, საქართველომ სრულიად გამაოცა, – ამბობს ამერიკელი გრეჩენ ქნაუტი.

გრეჩენ ქნაუტი საქართველოში აშშ–ის საელჩოში სტაჟიორად მუშაობს და როგორც თავად აღნიშნავს, თბილი მასპინძლობის წყალობით, ამ ქვეყანაში მეორე სახლი იპოვა.

“აქ რამდენიმე ნაბიჯს ვერ გაივლი ისე, რომ ისტორიის ნაწილს არ გადააწყდე. „whack-a-mole”-ის თამაშივითაა, ოღონდ – უძველესი ნანგრევებით. ისტორიული ადგილებისა და ბუნებრივი სილამაზის მიღმა, საქართველოს მაცხოვრებლები ყველაზე თბილი და კეთილი ხალხია, რაც კი შემხვედრია. მათი საოცარი მასპინძლობის წყალობით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეორე სახლი ვიპოვე. საქართველო უზომოდ შემიყვარდა და უსასრულოდ შემიძლია ვთქვა, გაატარეთ თქვენი ზაფხული საქართველოში!” – გრეჩენ ქნაუტი, აშშ-ის საელჩოს სტაჟიორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები