LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმეს მიხედეთ – ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიმართავს

88
45ac5199b9f329719df580d3810f6cae-XL

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მოუწოდებს, საქმეს მიხედოს. „ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, – ეს განცხადება ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თქვენ შეიტყვეთ, რომ მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია. 2017 წლიდან მოყოლებული 6-ჯერ მოხდა ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ერთადერთი კომერციული პროექტია, რომლის მნიშვნელობაც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები