LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერის კაბამ ინტერნეტი ააფეთქა – 56 წლის ვარსკვლავი Forever 21-ის საზაფხულო სარაფანში

738
sarajesikanews

სარა ჯესიკა პარკერი ნიუ-იორკში სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გადაღებებითაა დაკავებული. 56 წლის ვარსკვლავი ქუჩის სცენის გადაღებების დროს დააფიქსირეს. ამჯერადაც ყურადღება მისმა ჩაცმულობამ მიიპყრო. ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელმა პირველად გააკეთა არჩევანი დაბალბიუჯეტური ბრენდის, Forever 21-ის ჭრელ კაბაზე. ჯესიკამ კაბა ცისფერ პერანგს შეუხამა და ძალიან ორიგინალურად გამოიყურებოდა. ანსამბლს კი მსახიობმა „მანოლო ბლანიკის“ ფეხსაცმელი და „ფენდის“ ჩანთა შეუხამა.

ინტერნეტმომხმარებლებში ახალი კაბის დიზაინმა უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. მომხმარებლებმა ინტერნეტი ააფეთქეს, რათა მსგავსი კაბა შეეძინათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ესაა სარაფანი Forever 21-ის ძველი კოლექციიდან, რომელიც გაყიდვაში აღარ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები