LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაზღვრო პოლიციამ 10 კგ-ზე მეტი ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

77
Untitled design (1)

სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი “ჰეროინი” ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის “ვახტანგისის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

“მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები