LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშინელება ხდება რაჭაში.. ყველა შეგვცვალა ამ დღემ, ვეღარასდროს ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვიყავით“ – რას წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე

236
Untitled design

„ყველა შეგვცვალა ამ დღემ, ვეღარასდროს ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვიყავით“, – ამის შესახებ შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ რაჭაში საშინელება ხდება.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

დავით ჯელაძის თქმით, „შოვი აღარ არსებობს და ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“.

„საშინელება ხდება რაჭაში, შოვში, იქ სადაც ყველას უყვარდა მისვლა, ყველას უხაროდა ზაფხულის დადგომა, რომ რაჭაში, შოვში გამოქცეულიყვნენ ცხელი და დამღლელი ქალაქებიდან განტვირთვისთვის თავიანთ ოჯახებთან ერთად, მანამდე სანამ ასეთი საშინელი 3 აგვისტო გათენდებოდა.

შოვი აღარ არსებობს და ვეღარც ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. იქ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, ძალიან ბევრ ახალგაზრდებს ეძებენ.

ვუსამძიმრებ ყველას, პირველ რიგში, თავიანთ ოჯახებს და შემდეგ მთელს საქართველოს. ყველა შეგვცვალა ამ დღემ, ვეღარასდროს ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვიყავით“, – წერს დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში.

 

საშინელება ხდება რაჭაში, შოვში, იქ სადაც ყველას უყვარდა მისვლა, ყველას უხაროდა ზაფხულის დადგომა, რომ რაჭაში შოვში…

Posted by David Jeladze on ორშაბათი, 07 აგვისტო, 2023

 

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 18 ადამიანს.

„მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს” – დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს

„დავით ჯელაძე როგორც ესაუბრებოდა ურთულეს წუთებში 6 წლის მაშოს – ეგ არის ბავშვის უფლებათა კონვენცია და კოდექსი ერთად.. მისი ბავშვთან ურთიერთობა მინდა მახსოვდეს მთელი ამ ჯოჯოხეთის სინათლედ“ – ანა არგანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები