LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიხარულო ამბავი: ტოცილიზუმაბი უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ მუშაობს

304
giorgi-kandelaki-scaled

,,სასიხარულო ამბავი: ტოცილიზუმაბი უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს” – ამის შესახებ ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი წერს და ამბობს, რომ აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამ პაციენტების სიკვდილიანობა შეიძლება 30-50%-ით შეამციროს.

სასიხარულო ამბავი: ტოცილიზუმაბი უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს. აქამდე 5 კვლევა გვქონდა ნეიტრალური, ერთი პოზიტიური – REMAP CAP-ის, რომელიც გამოქვეყნდა რამოდენიმე კვირის წინ და ერთი მკვეთრად ნეგატიური (გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებლით) – რომელიც რამოდენიმე დღეში მოჰყვა REMAP CAP-ის კვლევას. ამ კვლევათა დისონანსური რეზულტატების გამო, ყველანი ველოდებოდით RECOVERY-ს შედეგებს, რომლებიც გამოქვეყნდა დღეს პრესრილიზის სახით. RECOVERY არის ყველაზე დიდი კვლევა ტოცილიზუმაბზე და მასში ჩართული პაციენტების რაოდენობა აღემატებოდა ყველა მანამდე არსებული კვლევის მონაწილეთა ჯამურ რაოდენობას. კვლევამ დაადასტურა, რომ სიკვდილიანობა მცირდება 14%-ით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების ნებისმიერი სიმძიმის მკურნალობის დროს (ნიღბიდან დაწყებული, მექანიკური ვენტილაციით დამთავრებული). სტეროიდებთან კომბინაციაში, კვლევების შედეგების გათვალისწინებით, პაციენტების სიკვდილიანობა შეიძლება შემცირდეს 30-50%-ით, რაც დამეთანხმებით დიდი მიღწევაა. ეხლა მთავარია, რომ პრეპარატი გახდეს ხელმისაწვდომი ყოველი მძიმე კოვიდის მქონე პაციენტისთვის!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები