LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ბოჭორიშვილი: „დიახ, აცრილებიც ავადდებიან კოვიდით, განსაკუთრებით მე-2 დოზის გაკეთებიდან 5-6 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, მაგრამ როგორც, წესი საავადმყოფოში არ ხვდებიან…“

876
bojorishvilinews

საფრანგეთში მომუშავე ქართველი ექიმი, რეზო ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას ახალი კვლევის შესახებ და საინტერესო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, აცრებთან დაკავშირებითაც:

„დღეს გამოქვეყნდა საფრანგეთში კოვიდ-19 ის მე-2 და მე-5 ტალღების სტატისტიკა, შემთხვევების სიხშირის, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებლების შედარებით.

ამჟამინდელი მე-5 ტალღის ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკა შარშანდელი მე-2 ტალღის დინამიკის ანალოგიურია, ამასთან, წლევანდელმა სიხშირემ უკვე გადააჭარბა შარშანდელი შემოდგომის მე-2 ტალღის პიკს.

სამაგიეროდ, საავადმყოფოში მოხვედრის და რაც მთავარია, გარდაცვალების მაჩვენებლები დაახლოებით ორჯერაა შემცირებული. და ესაა მთავარი.

შარშან შემოდგომაზე უკვე მეტ-ნაკლებად ერკვეოდნენ კოვიდის კლინიკური ფორმების მართვასა და მკურნალობაში. მას შემდგომ, ამ მხრივ დიდი არაფერი შეცვლილა.

ერთადერთი სიახლე ვაქცინაციაა, რომელიც იანვარში დაიწყო და დღეისათვის მოსახლეობის 80%-ზე მეტი 2 დოზითაა აცრილი, ხოლო 20-% ს უკვე „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული.

და სწორედ ამის წყალობითაა შემცირებული  კოვიდის საშუალო და  განსაკუთრებით მძიმე ფორმებით დაავადება, რაც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი კლებაც ამით აიხსნება ძირითადად.

დიახ, აცრილებიც ავადდებიან კოვიდით, განსაკუთრებით მე-2 დოზის გაკეთებიდან 5-6 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, მაგრამ როგორც, წესი საავადმყოფოში არ ხვდებიან. და ესაა მთავარი, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა აღარ ხდება.  “ბუსტერის“ გაკეთება კი მნიშვნელოვნად  ამცირებს ზოგადად ავადობას.

„ომიკრონის“ შესახებ ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ 2-ჯერ აცრა  და განსაკუთრებით “ბუსტერის“ გაკეთება ასევე ამცირებს ამ მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.

ასე რომ, დასკვნის გაკეთება ადვილია. აიცერით!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები