LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფოდ შეიქმნას ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა – პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის

76
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის ინიციატივით გამოდის – ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

„გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა. და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით.

გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნეს შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნეს შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება.

მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა „სენსიტიური“ საკითხი. და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე…

მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები.

თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ. რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებებს ვრცლად გაეცნობით:

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე

მთავრობამ ოფიციალურად უარი მითხრა ევროპაში ვიზიტებზე, პირადი კონტაქტები გამოვიყენე – სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და ერთიანია: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტარებს

პრეზიდენტი: რუსულ აგრესიასთან თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას იწვევს, საქართველო იდგა და დგას უკრაინის გვერდით

უნდა გვესმოდეს, რა ხდება – გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის, არ უნდა ველოდოთ რას დაგვახვედრებს მომავალი: პრეზიდენტი

ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია

პრეზიდენტი: რუსულ აგრესიასთან თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას იწვევს, საქართველო იდგა და დგას უკრაინის გვერდით

mazda magti 5g