LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი გვირჩევს ლარისადმი რწმენა გავაძლიეროთ

815
lari

საქართველომ დიდი გზა გაიარა და საკუთარი ვალუტისადმი რწმენა უნდა გაიძლიეროს, – ამის შესახებ სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდიმ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან ეს არის დამცავი ბუფერი.

„საქართველოს ეკონომიკა სუსტია გარე რისკების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ ზეწოლას ვაჭრობის და ფინანსური რყევების ფონზე. პოლიტიკის განმსაზღვრელებმა შეიძლება დაიცვან ქვეყანა ამ რისკებისგან ძალიან სრულყოფილად. უნდა ჰქონდეს ქყეყანას გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან ეს არის დამცავი ბუფერი, რაც საქართველოს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას, ეს არის ეკონომიკა, რომელსაც გარე მოთხოვნა განაპირობებს და ეს სისუსტე საქართველოში შესამცირებელია.

რაც შეეხება საგარეო რეზერვების გაზრდას და განვითარებას, უნდა განხორციელდეს გონივრული, ფინანსური ფულადსაკრედიტო პოლიტიკა. მე რამდენადაც ვიცი, ახლა ხდება მიმოხილვა ამისა და არის ერთი გამოთქმა: იჩქარე ნელა! – ეს მგონი, კაპიტალური ბაზრის განვითარებას საქართველოში ნამდვილად ეხება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასე კოორდინირებულად ხდება რეგიონში ამ მიმართულების განვითარება,“ – განაცხადა კრისტინ ლაგარდიმ.

სავალუტო ფონდის დირექტორი ამბობს, რომ შემდგომი ნაბიჯები გადასადგმელია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებითაც, გრძელვადიანი ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებით და ყოველივე ეს კოორდინირებულად უნდა მოხდეს მეზობლებთან (კავკასიის,ცენტრალური აზიის რეგიონში).

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხები, რადგან დოლარიზაცია ბევრ კომპანიას და შიდა მეურნეობას დაუცველ პოზოციაში აყენებს და მათ ფინანსურ მდგრადობას უშლის ხელს. საქართველომ დიდი გზა გაიარა და უნდა გაიძლიეროს რწმენა საკუთარი ვალუტისადმი,“ – აღნიშნა კრისტინ ლაგარდიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g