LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ – დიმიტრი ხუნდაძე

142
1582725754

“თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, დადგება საყოველთაო კარანტინის შემოღების საკითხი” – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდიანციო საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, თუ საზოგადოება მთავრობისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და გადაუდებელი შემთხვევების გარდა, აქტურად გავლენ ქუჩაში, მთავრობა საყოველთაო კარანტინის შემოღების გადაწყვეტილებას მიიღებს. ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ ვითარებიდან, საყოველთაო კარანტინიდან, შორს არ არის.

“მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, შინ დარჩენით საზოგადოება ძალიან დაგვეხმარება, რომ პროცესები სწორად ვმართოთ და თუ ქუჩაში გადაუდებელი შემთხვევების მიღმა ისინი აქტიურად იმოძრავებენ, ძალიან შეგვიშლიან ხელს პროცესების მართვაში, რომ შევაჩეროთ, შევაფერხოთ ინფექციის მასობრივი გავრცელება. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან, საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ. როდესაც მისი შემოღების გადაუდებელი საჭიროება დადგება, ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თავიდან ავიცილოთ მასობრივი გავრცელება,”- ამბობს ხუნდაძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4505 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ – 247.

უმკაცრესი სასჯელი ეკუთვნის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელმაც ძალიან დააგვიანა პანდემიის გამოცხადება – ზურაბ გურული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები