LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმკაცრესი სასჯელი ეკუთვნის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელმაც ძალიან დააგვიანა პანდემიის გამოცხადება – ზურაბ გურული

1178
20181030111238

“მათმა უპასუხისმგებლო ქმედებამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა ფაქტობრივად კოლაფსის პირამდე მივიდა”, – ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პოლიტიკური თამაში უფრო ითამაშა, ვიდრე სამედიცინო, და მათ მიერ დაშვებული შეცდომების გადახედვა დღეს უკვე მარტივად შეიძლება.

“უმკაცრესი სასჯელი ეკუთვნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წამყვან ლიდერებს, რომლებმაც გაამარტივეს პრობლემაა და ძალიან დააგვიანეს მკაცრი პანდემიის გამოცხადება, რამაც შესაბამისად თავისთავად დააგვიანა პრევენციის ზომები. დროულად რომ მომხდარიყო პრევენცია, დახურულიყო სკოლები, დროულად ყოფილიყო საზღვრები იზოლირებული და ეს პროცესი წარმართულიყო სწრაფად და ეფექტიანად, ძალიან მოკლე ვადაში მოხდებოდა ამ ვირუსის კონტროლის ქვეშ მოქცევა, მაგრამ ეს ძალიან დაგვიანდა”, – განაცხადა ზურაბ გურულმა.

უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი.

ასევე იხილეთ:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

რას გვასწავლის და გვახსენებს Covid-19 რეალურად – ბილ გეითსის ღია წერილი მსოფლიოს

პოპულალურები