64 წლის მულტი მილიარდერმა, რომელმაც 85 მლნ. გირვანქა გაიღო ვირუსთან საბრძოლველად, ღია წერილი, სახელწოდებით ,,რას გვასწავლის Covid-19 რეალურად?” გამოაქვეყნა. გეითსის აზრით, ყველაფერს აქვს მიზეზი და ყველაფერი გარკვეული მიზნით ხდება მიუხედავად იმისა, ჩვენ ამ მოვლენას ვაფასებთ როგორც კარგს თუ როგორც ცუდს.

“მე მწამს, რომ ყველაფერი ხდება რაღაც მიზეზის გამო და მიმაჩნია, რომ გამონაკლისი არც ეს პანდემიაა. ჩემი აზრით, ეს ვირუსი გვასწავლის ბევრ რამეს, ან გვახსენებს ისეთ რაღაცეებს, რაც დაგვავიწყდა”, – წერს გეითსი.

რას გვასწავლის და გვახსენებს  Covid-19 რეალურად:

1) გვახსენებს, რომ ყველა ჩვენგანი თანასწორია, მიუხედავად კანის ფერის, კულტურის, სოციალური სტატუსის და პროფესიისა. ვირუსი ყველას თანაბრად ექცევა, მას ნებისმიერი ადამიანის დაავადება შეუძლია. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ტონ ჰენკსს და პრინც ჩარლზს ჰკითხოთ.

2) გვახსენებს, რომ ყველა ადამიანი დაკავშირებულია სხვებთან და რაღაც, რაც მოქმედებს ერთ ადამიანზე, ძალიან ხშირად მოქმედებს სხვებზეც.
ვირუსი გვიჩვენებს, რომ საზღვრები საჭირო არ არის, რადგან მას მსოფლიოში გაავრცელებლად პასპორტი არ სჭირდება.

3) გვახსენებს, როგორი ძვირფასია ჩვენი ჯანრმრთელობა და როგორ ვანადგურებთ მას ქიმიკატებით მოწამლული საჭმლით და წყლით.

4)გვახსენებს, რომ ცხოვრება ხანმოკლეადა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის დახმარებაა. განსაკუთრებით იმათი, ვინც მოხუცი ან სუსტია.
ჩვენი მიზანი ტუალეტის ქაღალდის მარაგის შექმნა არ არის.

5) გვახსენებს, როგორი მატერიალისტური საზოგადოება ვართ. ჩვენ მხოლოდ ახლა, გაჭირვებაში ვაცნობიერებთ, რომ სინამდვილეში მხოლოდ საკვები, წყალი და წამლები გვჭირდება და არა ფუფუნების საგნები, რომლებსაც ხშირად ზედმეტად ძვირფასად მივიჩნევთ.

6) გვახსენებს, როგორი მნიშვნელოვანია ოჯახი და როგორ გვაკლდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, რადგან ჩვენ დიდი ხანია შევწყვიტეთ ოჯახის წევრებთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც წესით უნდა გვქონდეს.

7) გვახსენებს, რომ ჩვენი რეალური საქმე ჩვენი სამსახური კი არ არისა, არამედ ის, რის გასაკეთებლადაც დავიბადეთ. ჩვენი მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა სხვების დახმარება და სხვებზე ზრუნვაა.

8) გვახსენებს, რომ საკუთარი ეგო უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი დიდებულ ადამიანებად ვთვლით თავს, ვინ ვართ და რას მივაღწიეთ, ვირუსი მაინც შეიძლება დაგვემართოს.

9)გვახსენებს, რომ ჩვენი თავისუფალი ნება ჩვენს ხელშია. ჩვენ გვაქვს არჩევანი. შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ ან ვიყოთ ეგოისტები და მხოლოდ საკუთარ ტყავზე ვიფიქროთ. სწორედ ასეთ დროს ჩანს ყველაზე კარგად ადამიანის ბუნება.

10) გვახსენებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდები და მომთმენები, ან პანიკაში ჩავვარდეთ. ჩვენ შეგვიძლია იმის გაცნობიერება, რომ პანდემიები ადრეც ყოფილა და ეს ყველაფერი უსასრულო არ იქნება. ეს პანდემიაც გაივლის. თუმცა ისიც შეგვიძლია, რომ პანიკაში ჩავვარდეთ და აპოკალიფსი გამოვიწვიოთ.

11) გვახსენებს, რომ ეს ყველაფერი რაღაცის დასასრული და ამავე დროს, ახლის დასაწყისია. ეს შეიძლება იყოს შეცდომების გაცნობიერების და შეცდომებზე სწავლის დრო.

12) გვახსენებს, რომ დედამიწა ავადაა. გვახსენებს, რომ სასწრაფოდ უნდა მივხედოთ ტყეების შემცირების და ჰაერის დაბინძურების პრობლემებს. ჩვენ ავად ვართ იმიტომ, რომ ჩვენი პლანეტაა ავად.

13) გვახსენებს, რომ ყველა სირთულე სრულდება და სიმშვიდე მოდის. ესეც გაივლის. პანიკა საჭირო არ არის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05