LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება გადაიღალა, რაღაც თუ არ ვიღონეთ და ერთ ჯადოსნურ წრეზე ვიარეთ, ქვეყანა წინ ვერ წავა: პრეზიდენტი

95
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საზოგადოება გადაიღალა და თუ ქვეყანა ჯადოსნურ წრეზე სიარულს და ერთსა და იმავე ადგილის ტკეპნას გააგრძელებს, ქვეყანა წინ ვერ წავა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა:

“ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიღებებზე მქონდა საშუალება აქცენტები, სხვადასხვა კუთხით, ამ პროცესის შესახებ გამეკეთებინა.

მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის ჩემი გადაწყვეტილება იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ყველასთვის აშკარა გახდა. საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა და ორი თემა არის რეალურად საზოგადოებაში: 1. რა გვეშველება და 2. როგორ და რამ უნდა გვიშველოს. მგონი, ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ერთ ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ.

ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა. კიდევ სამი წელი რჩება. მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოების განცდას წარმოვადგენ. ეს დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, რაღაცნაირად საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ეს არ იქნება ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება; ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა.

ეს არის ჩემი დაწყებული და ინიცირებული პროცესი, რომელიც იქნება საზოგადოებრივი პროცესი და რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული. რით იწყება ეს პროცესი? ჩვენ წარსულზე და წარსულის არცერთ ფურცელზე რეალურად არ ვართ შეთანხმებული, არ გვაქვს სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია არ გაგვაჩნია, თუნდაც ბოლო 30 წლის. ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად უკან თუ გავიხედებით, არაფერზე არ ვართ შეთანხმებული. ისტორიის არცერთ ფურცელზე და ეს ნიშნავს რას? რომ ყველა ოჯახში არსებობს ამ ოჯახის ისტორია, ამ „ფურცლების“ ახსნა-განმარტება.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ დღესა და მომავალზე. ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად და ჩაბეტონებულია. ეს თუ არ დავძლიეთ, შეიძლება უფრო გაღრმავდეს და ჩვენ ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორც ყველას გვინდა, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არის პასუხისმგებელი ერთგვარ ერთიანობაზე, არა ჯადოსნური ერთიანობა და არა ის, რომ ყველაფერზე შევთანხმდებით. ეს ილუზიაა, რომელსაც არ მივეცემი, მაგრამ ჩვენ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა: სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები